პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმთაიმმა“ ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, სკანდალური ჩანაწერი გუშინ გაავრცელა. აღნიშნულზე მომზადებულ სტატიას დიდი გამოხმაურება მოყვა. სოციალურ ქსელში მომხმარებლები კვლავ ორ ნაწილად გაიყვნენ - ზოგიერთები მხარს ბასილაშვილს უჭერენ, ზოგიერთები კი - ნეკა დოროყაშვილს.
მისი მისამართით რიტორიკული კითხვებიც ჩნდება - თუ რაღაც განსაკუთრებულისთვის არ ემზადებოდა მოდელი, მაშინ რა მიზანს ემსახურებოდა ქმართან კამათის ამსახველი ჩანაწერის გაკეთება?! და, სატელეფონო თუ პირდაპირი საუბრის ამსახველია აღნიშნული "ვოისები". ირკვევა, რომ საქმეში არაერთი ჩანაწერია წარმოდგენილი.
ამ და სხვა კითხვებით "პრაიმთაიმი" ნეკა დოროყაშვილის ადვოკატს ია მარიამიძეს დაუკავშირდა. როგორც ის ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩანაწერების გაკეთება მას შემდეგ დაიწყო, რაც გაიგო, რომ ნიკა ბასილაშვილი ცოლთან საუბრის ჩანაწერებს აკეთებდა. ეს კონკრეტული ჩანაწერი კი, რომელიც "პრაიმთაიმმა" გამოაქვეყნა, დოროყაშვილის არქივიდანაა, თუმცა არ ახსოვს ეს სატელეფონოა თუ შეხვედრის ამსახველი ჩანაწერი.
"ბევრ ჩანაწერს აკეთებდა ნიკოლოზიც, საქმეში არის წარმოდგენილი ეს ჩანაწერები, ეს ხდებოდა ჯერ კიდევ განქორწინებამდე. ნეკა დოროყაშვილს არ ახსოვს ეს უკანასკნელი სატელეფონო ჩანაწერია თუ შეხვედრის დროს საუბრის ამსახველი.
ნეკამ ჩანაწერების გაკეთება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკა თვითონ წერდა ცოლს. საქმეში კი, უფრო მეტი ნიკოლოზის გაკეთებული ჩანაწერებია, მე ეს ინფორმაცია მაქვს." - ამბობს ია მარიამიძე.