მოსკოვიდან თურქეთში შვებულების გასატარებლად წასული ორი გოგო ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდა

თურქეთი

თურქეთში, ანტალიაში, ორი რუსი ქალი გააუპატიურეს მას შემდეგ, რაც მათ ადგილობრივ კლუბში წასვლა გადაწყვიტეს. ამის შესახებ გოგონებმა პოლიციას მოსკოვში შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ შეატყობინეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც ირკვევა, მოსკოვის ძვირადღირებული რესტორნის ორი მიმტანი ანტალიაში დასასვენებლად ერთად წავიდა. კურორტზე ყოფნის ბოლო დღეებში გოგონებმა სთხოვეს სასტუმროს თანამშრომელს, კამილს, ეჩვენებინა მათთვის ქალაქის საუკეთესო კლუბები. ის დათანხმდა და მეგობარსაც დაურეკა.

ერთ-ერთ დაწესებულებაში სასმელის მიღების შედეგად, გოგონებმა გონება დაკარგეს. ორი დღის შემდეგ კი, როცა გონზე მოვიდნენ, განიცდიდნენ ძლიერ ტკივილს, რომელიც ჯგუფური გაუპატიურების შედეგად მიაყენეს.

მიუხედავად იმისა, მოსკოვში დაბრუნებულ გოგონებს მშობლები ეკითხებოდნენ, თუ რატომ არ გამოდიოდნენ კონტაქტზე, დაზარალებულებმა მშობლებს მომხდარის შესახებ დაუმალეს. თუმცა, ბოლოს იძულებულნი გახდნენ ყველაფერი ეთქვათ. ამის შემდეგ პოლიციაში შეიტანეს განცხადება და მოითხოვეს საქმის გამოძიება.

პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა. სამართალდამცველების თქმით, ქალებს შესაძლოა ნარკოტიკული საშუალება ჰქონდათ მიღებული.