გაზის მიწოდება 13 600 აბონენტს შეუწყდება - ქუჩების ჩამონათვალი
1788718151
კალათბურთელი გიორგი შერმადინი ერთ-ერთი გუნდიდან მის მოულოდნელ გაშვებასთან დაკავშირებით საუბრობს.
„2 წლის განმავლობაში სხვადასხვა მწვრთნელთან ვიყავი. ის წელი ნორმალური იყო კარიერულად. ერთ დღესაც ლანჩი გვაქვს მთლიან გუნდს, მწვრთნელთან და კლუბის პრეზიდენტთან ერთად. მწვრთნელი მოვიდა და თქვა, მომავალ წელს მჭირდები და ჩემს გვერდით უნდა იყოო, პრეზიდენტს დაელაპარაკეო.
პრეზიდენტი გვერდით მეჯდა და ვუთხარი, ხომ გაიგე, რა თქვა მეთქი და კიო, მერე ვისაუბროთო. ჩემს აგენტს ვუთხარი დაკავშირებოდა და მომწერა გაგიშვესო. ეს რომ გავიგე, თითქოს თავში ჩამარტყეს რაღაც, თვალებში დამიბნელდა. შემდეგ წელს, ესპანეთის საუკეთესო მოთამაშე გავხდი”, – იხსენებს გიორგი შერმადინი ერთ-ერთ გადაცემაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.