გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც დაბერება საგრძნობლად ჩქარდება - მეცნიერების უახლესი დასკვნა
1779135073
თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებული 13 პირის დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.
საქმის პროკურორის განცხადებით, მოლოდინია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დადგება გამამტყუნებელი განაჩენი და მოსამართლე ყველა მათგანს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს:
"როგორც სხვა პროცესებზეც ვამბობდით, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ვიდეო ჩანაწერები ყველა ბრალდებულთან მიმართებით, სადაც ჩანს მათ მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები. ასევე, ვისაუბრეთ მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებიც დაიკითხნენ სასამართლოში და მიუთითეს კონკრეტულ ბრალდებულებზე, როგორც მოძალადეებზე და ასევე, იმ პირებზე, რომლებიც პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას ცდილობდნენ. ვისაუბრეთ ექსპერტიზის დასკვნებზე, რომლებმაც დაადასტურეს კონკრეტულ ვიდეოებზე ბრალდებულების არსებობა.
ჩვენი მოლოდინია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დადგება გამამტყუნებელი განაჩენი და რა თქმა უნდა, მოსამართლე ყველა მათგანს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს," - აცხადებს პროკურორი როინ ხინთიბიძე.
დაკავებულებს ბრალად ედებათ ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.