მოკლული გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალდებულის მამისა და ბიძების განაჩენი გამოაცხადა

გიორგი ალხანიშვილი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 20 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

კერძოდ, საქალაქო სასამართლომ ალიხანაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მამა და ერთ-ერთი ბიძა პატიმრობაში დატოვა, ხოლო მეორე ბიძა უდანაშაულოდ ცნო. მკვლელობაში ბრალდებულის მამას - გიორგი ბაჟუნაიშვილს 5 წლით, მის ძმას დავით ბაჟუნაიშვილს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, სატელეფონო კომუნიკაციებით, მოწმეთა ჩვენებებით, ვიდეოჩანაწერებით, უტყუარი მტკიცებულებებით, ბრალდებულების დანაშაული დადასტურდა.

თავად მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი ლონდონში, საექსტრადიციო პატიმრობაშია.

გასული წელს ქობულეთში, სოფელ ლეღვაში, ტყეში, 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. როგორც ცნობილი გახდა, რამდენიმედღიანი ძებნის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი დამარხული ნახეს. მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 პირი დააკავა. ერთს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

ასევე დაგაინტერესებთ:

18 წლის გიორგის საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი თემურ კარბაიას საქმეზე ორი "მილიციელი" დააკავეს

,,გათხოვილ ქალთან სქესობრივი კავშირის დროს, ფარულად გადაიღო ვიდეო და კადრების ნათესავებში გავრცელებით ემუქრებოდა“ - დაკავებულია 46 წლის კაცი