„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
მოიხმარს თუ არა პატიმარი სააკაშვილი ფსიქოტროპულ და დამამშვიდებელ მედიკამენტებს, მაგალითად „ქსანაქსს“, - ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია პირადი ხასიათის მონაცემებს შეიცავს და უწყება მოკლებულია შესაძლებლობას, რომ ამის შესახებ ისაუბროს.
როგორც იუსტიციის მინისტრმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, თუკი სახალხო დამცველის ექსპერტების ჯგუფს წერილობითი თანხმობა აქვს, მაშინ მათ შეუძლიათ ისაუბრონ იმის შესახებ, თუ რა მედიკამენტებს მოიხმარს მიხეილ სააკაშვილი.
„სწორედ იმ დასკვნაში, უფრო სწორად დასკვნის დანართში, სახალხო დამცველის მიერ მოწერილ წერილში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ დანართის ეს ნაწილი არ არის საჯარო, საუბარია მათ შორის მედიკამენტების ჩამონათვალზე, რომელსაც ღებულობს მსჯავრდებული. ეს განეკუთვნება პერსონალური ხასიათის მონაცემებს და ბუნებრივია, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, ამის შესახებ ვილაპარაკოთ წერილობითი თანხმობის გარეშე. თუკი წერილობითი თანხმობა აქვს ექსპერტების ჯგუფს, მაშინ შეუძლიათ ამის შესახებ თავადაც ისაუბრონ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.