რატომ გაუშვეს 480 მილიონი ნემსი კოსმოსში - აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მისია
1793539919
ამერიკელი ექსპერტი მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტთან იმყოფება. ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ, ერიკ დეივიდ გოლდ სმიტი „ვივა მედში“ უკვე 1 საათია მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროტოკოლსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობა. შესაძლოა, მან დამატებითი კვლევების ჩატარებაც მოითხოვოს.
კლინიკაში ამბობენ, რომ თუ სასამართლოს მათთან კითხვები ექნებათ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მზად არიან ითანამშრომლონ და ყველა ინფორმაცია მიაწოდონ.
„ჩამოსულები არიან საერთაშორისო დონის ექსპერტები გაეცნობიან ჩატარებულ მკურნალობას, კვლევებს და დადებენ დასკვნას. თუ სასამართლოს ექნება კითხვები ჩვენი მისამართით, მზად ვართ, ვუპასუხოთ“,- ამბობს „ვივა მედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე.
კლინიკა „ვივა მედში“ იმყოფება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძეც.
ამ დროისთვის ქვეყანაში 2 უცხოელი ექსპერტია ჩამოსული, თუმცა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის ექსპერტიზაში კიდევ 3 ექსპერტი ჩაერთვება.