პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დღეს, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ გადაიდება მიხეილ სააკაშვილის პროცესი. საქალაქო სასამართლოს დღის წესრიგით, ყოფილი პრეზიდენტის საქმის განხილვა რამდენიმე საათში უნდა დაიწყოს, თუმცა ადვოკატი ვარაუდობს, რომ სააკაშვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სხდომაზე დასწრებას ვერ შეძლებს.
საუბარია 9 მილიონი ლარის საბიუჯეტო თანხის გაფლანგვაზე. საქმეში, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალდებულია საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თეიმურაზ ჯანაშია.
"ამჯერად, უკვე ასამართლებენ წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევისთვის, მათ შორის, პიჯაკების შეძენისთვის, პროტოკოლის შესაბამისად. ამჟამად ვიმყოფებით მტკიცებულებათა გამოკვლევების ეტაპზე, ვიკვლევთ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. სააკაშვილს აქვს ყველა პროცესში მონაწილეობის უფლება, ხოლო დგომის შესაძლებლობა მას არ აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. პროცესი სავარაუდოდ გადაიდება,"-აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე.