ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი
1732709039
27 წლის ალიმ ასლანოვის მტკიცებით, 14 წლის "ცოლი" განზრახ არ მოუკლავს. მკვლელობაში ბრალდებული სასამართლოში ამტკიცებდა, რომ რეგისტრირებული იარაღი პნევმატური ეგონა და მხოლოდ მსხვერპლის შეშინებას ცდილობდა.
„არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობას. ვნანობ, მაგრამ განზრახ არ ყოფილა… იარაღთან შეხება არ მქონია. მეგონა, მხოლოდ ჭრილობას მივაყენებდი და როცა სისხლი დავინახე, შემეშინდა და გაიქეცი. Მეგონა, პნევმატიკური იყო და მხოლოდ ხმას გამოსცემდა. იარაღის ტარებაც კი არ ვიცი. არასდროს მქონია ის… ტრავმა მაქვს თავზე მიღებული, ადრე ცხენიდან გადმოვვარდი და გონზე არ ვიყავი, როდესაც ეს ჩავიდინე… Მე არ ვიცოდი, რომ ის მოვკალი. დაკავების დროს გავიგე მამაჩემისგან… მე არ მყავდა არასრულწლოვანი ცოლად. დედამისი მეუბნებოდა, რომ ის 18 წლის იყო“, - თქვა ალიმ ასლანოვმა სასამართლოში.
ასევე დაგაინტერესებთ:
სამირა ბაირამოვა მოკლული 14 წლის გოგონას მამაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედას და ბიძას პატიმრობა შეუფარდეს