დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა საგარეჯოში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
სამირას ინფორმაციით, მოკლული 14 წლის გოგონას მამას შვილის ნიშნობის შესახებ არ იცოდა.
„დღეს რამდენიმე ჟურნალისტმა დამიკავშირდა 14 წლის აიტაჯის მამის შესახებ, უბრალოდ იმდენი მესიჯი და ზარი შემოდის არ ვიცი, ვინ იყვნენ და აქვე მოგწერთ მოკლე ინფოს.
აიტაჯის ოჯახში ყოფილა პრობლემა და მშობლები ამის გამო ხან ცალ-ცალკე, ხან ერთად უცხოვრიათ. ბოლოს აიტაჯი, დედამისი და უმცროსი ძმა ბიძასთან ცხოვრობდნენ ( დედის მხრიდან).
იმ ბიჭთან გაცნობა, ნიშნობის ამბები ბიძას ხაზით მომხდარა და დედამისთან ერთად გოგო აიძულეს ნიშნობაზე.მამამისი ამ პერიოდში ყოფილა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული, ამბობენ, რომ არ იცოდა შვილის ნიშნობაზე მაგრამ მოტაცების ამბებზე სავარაუდოდ იცოდა. ახლა საქართველოშია“, – წერს სოციალურ ქსელში სამირა ბაირამოვა.
ცნობისთვის, რუსთავის საქალაქო სასამართლომ საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მას ბრალდება წარუდგინა.
სასამართლომ იმსჯელა მოკლულის ბიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზეც და ისიც პატიმრობაში დატოვა. გოგოს ბიძა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დააკავა - ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ორივე ბრალდებულს 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ემუქრება.
პროკურატურა აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, არასრულწლოვნის დედისა და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ "არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენისა და არჩევანის გაკეთების უფლება", ეს არ შეატყობინეს შესაბამის ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.
კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ადრეული ქორწინების 14 წლის მსხვერპლი მოძალადე "ქმარმა" ცეცხლსასროლი იარაღით 6 ოქტომბერს მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული ე.წ ქმარი 10 ოქტომბერს დააკავეს.