დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედას და ბიძას პატიმრობა შეუფარდეს. მათ ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად.
გადაწყვეტილება მოსამართლე მადონა მაისურაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ბრალდების მხარე პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე პირების გამოსავლენად, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ. მოიპოვეს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ აითაჯ შახმაროვა მუდმივად იყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ასლანოვების სახლიდან გაქცევა რამდენჯერმე სცადა, მხოლოდ ერთხელ გაუმართლა და ქუჩიდან, უცხო პირის მობილურით დედას დაურეკა და დახმარება სთხოვა, თუმცა მშობლისგან უარი მიიღო. ის კვლავ აიძულეს უკან დაბრუნებულიყო.
ქვემო ქართლის რაიონული პროკურორის ხატია გოგრიჭიანის განცხადებით, საგარეჯოში მოკლული 14 წლის აითაჯ შაჰმაროვას იძულებითი ქორწინების ორგანიზატორი მისი დედა იყო.
პროკურორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოზარდის გარდაცვალებაზე უშუალო პასუხისმგებლობა დედას ეკისრება.
დედის და ბიძის გარდა, ვისი ბრალეულობა გამოიკვეთება აითაჯ შახმაროვას მიმართ ჩადენილი დანაშაულში, ამას უახლოეს პერიოდში გამოძიება დაადგენს.
საგარეჯოში 14 წლის გოგო "ქმარმა" 6 ოქტომბერს მოკლა.
ასევე ნახეთ: