მეგის ქარდავას საქმეზე სააპალეციო სასამართლოს განაჩენი ცნობილია

megis qardava

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე არაადამიანურ მოპყრობაში მსჯავრდებულის, მეგის ქარდავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ მეგის ქარდავას ადვოკატების სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის განაჩენს ასაჩივრებდნენ, რომლითაც ქარდავას სამი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა მიესაჯა.

განაჩენის გამოცხადებას თავად ქარდავა არ ესწრებოდა. როგორც მეგის ქარდავას ადვოკატმა, გია გოროზიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ქარდავა უნდობლობას უცხადებს სასამართლოს და არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს.

ცნობისთვის, 2006 წლის ციხის ბუნტის საქმეზე სასამართლომ გაამტყუნა სასჯელაღსრულების ყოფილი მაღალჩინოსნები: მეგის ქარდავა, ბაჩო ახალაია, დავით ჭაკუა და რევაზ ჭარბაძე.

ასევე ნახეთ

„ბევრ ჭორს გაავრცელებენ, რეალობა და სიმართლე ერთია...“ - რას წერს ნინი ქარსელაძე მარიკუნა მიქატაძეზე

„გაყინული ვარ რამდენიმე საათია და ვერაფერს ვამბობ“ - მოულოდნელად გარდაცვლილ ჟურნალისტს კოლეგები ემშვიდობებიან

„ეს ვიდეო გადაღებულია ავარიამდე ორი დღით ადრე... აქ იყო ჩვენი მასპინძელი, აქ იყო ბედნიერი გიორგი რატიანი...“ - გივიკო დიდია