ქუთაისში, მერიის შენობაში არსებული მედიაცენტრი გაქურდეს

ქუთაისში, მერიის შენობაში არსებული მედიაცენტრი გაქურდეს

ქუთაისის მერიის შენობაში არსებული მედიაცენტრი გაქურდეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ უცნობი პირი შენობაში ფანჯრიდან შედის. წაღებულია რამდენიმე მედია საშუალების ტექნიკა. 

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას ნიშნავს.