„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ - დეტალები საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტიდან
1771522929
ვარშავაში საქართველოს სამ მოქალაქეს ასამართლებენ.
მათ ძარცვასა და ორგანიზებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან. სამივე დაკავებულს ადგილობრივმა პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა.
ქართველები ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან ფულით სავსე სეიფის გატაცებას უჩვეულო მეთოდით ცდილობდნენ.
სამივე დაკავებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდანაა.
ახლობლების ინფორმაციით, ნოშრევან კუტალია, მალხაზ ბაგათელია და ლევან ოთხოზორია პოლონეთში სამუშაოდ არიან წასული.
ნათესავებსა და მეზობლებს მომხდარის დეტალებზე ინფორმაცია არ აქვთ.