ემოციური ხელის თხოვნა ქუთაისში - მანიკურის სპეციალისტს რჩეულმა დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო
1792054623
რუმინეთის სანაპიროსთან ტანკერზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ ეკიპაჟის 12 წევრიდან რვა დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გემზე აფეთქებებიც მოხდა. გავრცელებული ცნობით, მომხდარის შემდეგ რუმინეთის საზღვაო კოორდინაციის ცენტრმა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დაიწყო.
„ბიბისი“ წერს, რომ საუბარია, სან-მარინოს დროშით მცურავ ტანკერზე, რომელიც მდინარე დუნაის შესართავთან მდებარე ქალაქ სულინას აღმოსავლეთით, 13 საზღვაო მილის დაშორებით იმყოფებოდა. ახლომდებარე გემებიდან მიღებული ცნობების თანახმად, ტანკერს ორი დრონი დაესხა თავს. „ბიბისის“ ცნობით, რუსული დრონები ღამით შემთხვევის ადგილთან ახლოს, უკრაინის კუნძულ ზმეინის მახლობლადაც დააფიქსირეს. რუსეთში განაცხადეს, რომ ამ საზღვაო მარშრუტზე დრონებმა ორი სატვირთო გემი დააზიანეს, რომლებსაც უკრაინის პორტ ოდესისკენ სამხედრო ტვირთი გადაჰქონდათ.
ცნობისთვის, შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე ბოლო პერიოდში დრონებით თავდასხმები არაერთხელ მოხდა. ამ კვირაში დრონებით თავდასხმა ბულგარეთის სანაპიროსთან, უფრო სამხრეთით, ორ სავაჭრო გემზეც განხორციელდა. ერთ-ერთი მათგანი ჩაიძირა. ბულგარეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი დგას, და ქვეყნის ელჩი ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარა.