1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
"სტამბოლის ბაზარში" დაჭრილი 26 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა. ის კლინიკა „რუსთავშია“ მოთავსებულია.
როგორც კლინიკის ემერჯენსის განყოფილების ხელმძღვანელმა, ხათუნა რევაზიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მამაკაცს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, საფანტით აქვს მიყენებული.
„პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ არის შემოყვანილი შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი, მცირე ზომის ჭრილობებით სხეულის სხვადასხვა მიდამოში. პაციენტის მდგომარეობა შეფასდა, როგორც მძიმე.
ახლა ლაბორატორიული მკურნალობა უტარდება და სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ამ ეტაპზე კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევაზეა შეყვანილი, რის შემდეგაც, გადაწყდება მკურნალობის შემდეგი ტაქტიკა. მცირე ზომის ჭრილობები აღენიშნება გულ-მკერდზე, სახეზე, მუცელზე, ბარძაყის წინა ზედაპირზე და მარჯვენა ზემო კიდურზე. ჭრილობები საფანტითაა მიყენებული. ქირურგიული ჩარევა ჯერ არ ჩატარებია. მამაკაცი 26 წლისაა“, – განაცხადა ხათუნა რევაზიშვილმა.
ცნობისთვის, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე განხორციელებული სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, რომელიც ამავე ბაზარში იყო დასაქმებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1988 წელს დაბადებული ადამიანი, რომელმაც რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.
ასევე ნახეთ: