1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, სოსო ჯაჭვლიანი თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა. 65 წლის მსახიობი, სპორტსმენი, რეჟისორი და ყოფილი დეპუტატი, სამშობლოს, უკანასკნელად ახალი წლის დღეებში სტუმრობდა.
მეგობართან ბოლო შეხვედრას ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ექსპარლამენტარი იხსენებს:
„8 თებერვალი ეს ის თარიღია რომელმაც მითხრა სოსო უფალთან წავიდა... იცი სოსო მთელი ეს წლები რაც ერთად ვიარეთ მიუხედავად ყველა სირთულის, სადაც სიკვდილი ძალიან ახლოს იყო. მე სულ შენი იმედი მქონდა და იცი რატომ?! იმიტომ რომ მჯეროდა შენი უღალატობის! ქრისტეს შობამდე მომწერე როცა ჩამოხვალ ბორჯომის ხეობიდან მოდი მნახეო...
6 იანვარს შეგხვდი და იქაც იმ მდგომარეობაში მყოფი მომავალზე მესაუბრე. ის სიტყვა რაც დავით აღმაშენებლის საფლავზე ვთქვით 2011 წლის 25 დეკემბერს, ის ბოლომდე გაგვეტანა ჩვენი ერთგულებით! იცი სოსო მე შენი იმედი მაქვს, რომ არ დამტოვებ სადაც არ უნდა იყო, ჩემთან იქნები იმ უტეხი სულით, რომელსაც მე ასე ვაფასებდი და მჯეროდა ყოველთვის! ...
6 იანვარს, ბოლოს როცა გემშვიდობებოდი გახსოვს ხელს რომ მიმალავდი?! იმ ნატანჯ ხელს რომელიც დასერილი დალურჯებული ჰქონდა?! მიმალავდი რადგან არ გინდოდა ეგ ნატანჯი ხელი მენახა იმიტომ რომ არ მტკენოდა, კიდევ გინდოდა შენგან იმედით სავსე წამოვსულიყავი და ხელს პლედი გადაფარე...
ამ პროცესში მივხვდი რომ უძლიერესი ადამიანი სოსო ჯაჭვლიანი უტეხი გმირი იყო ჩემს თვალწინ, რომელიც სიკვდილს უტეხად ებრძოდა. ამასთანავე ერთგულებაზე მომავალ ბრძოლაზე ძალას და იმედს მატანდი... მოგკიდე ხელი დაგიკოცნე ეგ ერთგულებით სავსე ხელი და შუბლზე მივიდე და გითხარი, მეიმედები... იცით?! ასე რომ მოვეფერე არ ელოდა და მითხრა... შენ შემოგევლე! შენ!...“,-წერს ლუკა კურტანიძე.