ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ხვიჩა კვარაცხელია

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 80-დან 90 მლნ ევრომდე გაიზარდა, რაც მის კარიერაში სარეკორდო მაჩვენებელია.

ამ მონაცემით, ქართველი შემტევი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების საუკეთესო ოცეულშია და მე-20 ადგილს ხულიან ალვარესთან, უსმან დემბელესთან, დეზირე დუესთან და მოიზეს კაისედოსთან ერთად იყოფს.

გთავაზობთ მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირად შეფასებულ ფეხბურთელს, Transfermarkt-ის განახლებული მონაცემების მიხედვით:

ვინისიუს ჟუნიორი, 24 წლის („რეალი“) - 200 მლნ ევრო
ლამინე იამალი, 17 წლის („ბარსელონა“) – 180 მლნ ევრო
ჯუდ ბელინგემი, 21 წლის („რეალი“) – 180 მლნ ევრო
ერლინგ ჰოლანდი, 24 წლის („მანჩესტერ სიტი“) – 180 მლნ ევრო
კილიან მბაპე, 26 წლის („რეალი“) – 170 მლნ ევრო
ბუკაიო საკა, 23 წლის („არსენალი“) – 150 მლნ ევრო
ფლორიან უირტცი, 22 წლის („ლევერკუზენი“) – 140 მლნ ევრო
ჯამალ მუსიალა, 22 წლის („ბაიერნი“) – 140 მლნ ევრო
ფედერიკო ვალვერდე, 26 წლის („რეალი“) – 130 მლნ ევრო
პედრი, 22 წლის („ბარსელონა“) – 120 მლნ ევრო
კოულ პალმერი, 23 წლის („ჩელსი“) – 120 მლნ ევრო
დეკლან რაისი, 26 წლის („არსენალი“) – 120 მლნ ევრო
ალექსანდრ ისაკი, 25 წლის („ნიუკასლი“) – 120 მლნ ევრო
როდრი, 28 წლის („მანჩესტერ სიტი“) – 110 მლნ ევრო
მაიკლ ოლისე, 23 წლის („ბაიერნი“) – 100 მლნ ევრო
ალექსის მაკკალისტერი, 26 წლის („ლივერპული“) – 100 მლნ ევრო
როდრიგო, 24 წლის („რეალი“) – 100 მლნ ევრო
ფილ ფოდენი, 25 წლის („მანჩესტერ სიტი“) – 100 მლნ ევრო
ლაუტარო მარტინესი, 27 წლის („ინტერი“) – 95 მლნ ევრო
ხვიჩა კვარაცხელია, 24 წლის (პსჟ) – 90 მლნ ევროდეზირე დუე, 20 წლის (პსჟ) – 90 მლნ ევროუსმან დემბელე, 28 წლის (პსჟ) – 90 მლნ ევროხულიან ალვარესი, 25 წლის („ატლეტიკო“) – 90 მლნ ევრო