პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ქალზე ძალადობის უმძიმეს ისტორიას ავრცელებს, რომელზეც მამინაცვალი გარყვნილ ქმედებას 3-4 წლიდან ახორციელებდა.
ძალადობის მსხვერპლი 25 წელი დედასთან, ძმასთან და მამინაცვალთან ერთად ცხოვრობდა.
დაზარალებულმა სასამართლოზე მამინაცვლის მხრიდან ძალადობის და მუქარის შემთხვევები გაიხსენა:
„ეს იყო ბოქლომი და ვერ წარმოიდგენთ, როგორ მეშინოდა იმ მომენტის, რომ დედის გარეშე, ბავშვთა სახლში ვიცხოვრებდით...
ამ ძალადობის გამო მთელი ცხოვრება შიშში და სირცხვილში გავატარე. სადაც არ უნდა ვიყო ეს სირცხვილის შეგრძნება ყველგან თან დამყვება. ბავშობიდან მამინაცვალი მარტოს რომ დამიგულებდა გამაშიშვლებდა და გენიტალიებზე მისვამდა ხელს, მჩქმეტდა საჯდომზე, უკნიდან მეხუტებოდა. როცა ვცდილობდი თავის დაღწევას, ამის საშუალებას არ მაძლევდა. თან მემუქრებოდა არავისთვის მეთქვა“,- იხსენებს ძალადობის მსხვერპლი ქალი.