პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ 80 წლამდე კაცმა 351 ნომერ ავტობუსში სექსუალურად შეავიწროვა.
თავდაპირველად მომხდარის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და მომხდარის ამსახველი ვიდეო გაავრცელა.
„დღეს ცხოვრებაში პირველად აღმოჩნდი ასეთ სიტუაციაში, გთხოვთ დედებო გააფრთხილეთ ბავშვები რომ ასეთი ბაბუებიც არსებობენ და ძალადობენ. არ შეეშინდეთ და ხმამაღლა დაიყვირონ! ეს ყველაფერი მოხდა 351 ნომერ ავტობუსში. დანარჩენს ვიდეოზე ნახავთ“, - წერია პოსტში.
პოსტის გავრცელების შემდეგ, „პრაიმტაიმი“ ახალგაზრდა ქალს ესაუბრა, რომელმაც მომხადარის დეტალები გაიხსენა.
„შუა დღის 2 საათი იყო, ავედი 351 ნომერ ავტობუსში, დავჯექი ამ კაცის გვერდით, გამომელაპარაკა. მკითხა რა რიცხვი იყო, მეც ვუპასუხე. უცებ ვიგრძენი ფეხზე შეხება, რატომღაც ვიფიქრე დაედო თქო და უსიტყვოდ გავაწევინე, რაზეც მითხრა, რომ თბილისი ინდოელი სტუდენტებით გაივსო, ყურადღება გადამატანინა. 80 წლამდე იქნებოდა. მესამედ ხელის დადებაზე უკვე ვიდეო გადავიღე, როცა ვუთხარი რას აკეთებდა ხმა არ ამოუღია ისე ჩავიდა. ავტობუსში არავის აინტერესებდა რა ხდებოდა ისე იყურებოდნენ“, - გვიყვება ის.