დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
2016 წლის 9 დეკემბერს, 29 წლის ელენე შიუკაშვილი მამამისის სახლში ქმარმა მოკლა. ინციდენტი კახეთში, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში მოხდა. ქმართან მომხდარი ჩხუბის დროს ქალი თავში მოხვედრილი ტყვიით გარდაიცვალა.
ქმარმა მას სანადირო თოფიდან ესროლა, შემდეგ კი თავის მოკვლა სცადა. ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მისი მკვლელი კი – რამდენიმე კვირაში.
ამ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "ფემიციდი" ავრცელებს - პროექტი საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
ელენე შიუკაშვილი და ავთო ბეჟუაშვილი 15 წელი თანაცხოვრობდნენ. მათ ორი შვილი ჰყავდათ – 12 და 9 წლის. გარდაცვლილის დედის, ნინო შიუკაშვილის თქმით, ურთიერთობა გარდაცვლილებს შორის საკმაოდ დაძაბული იყო. ქმარი უმუშევარი იყო და ხშირად სვამდა.
15–წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ელენემ ბოლოს ქმრის დატოვება და, ბავშვებთან ერთად, მამის სახლში გადასვლა გადაწყვიტა. ოფიციალურად გაყრა არ გაუფორმებიათ, ელენეს კი სურდა, მაგრამ ქმარი არ იყო თანახმა. ელენე ღვინის ქარხანაში მუშაობდა.
მშობლების სახლში დაბრუნებიდან ორი კვირის თავზე, ქმარმა მისი მონახულება მოინდომა და მოკვლით დაემუქრა. ცოლი შინ არ დახვდა, სამაგიეროდ ბებიას შეხვდა და დაუბარა, რომ თუ გაყრას გადაწყვეტდა, აუცილებლად მოკლავდა...
რა მოხდა მკვლელობის დღეს?
ნინო შიუკაშვილის თქმით, ოჯახში ერთი რიგითი დღე გათენდა. ყველანი შინ იყვნენ და ერთად ისხდნენ, როცა ბეჟუაშვილი მივიდა და ცოლს ესროლა:
„ძალიან მიჭირს იმ დღის გახსენება და ლაპარაკი. 9 დეკემბერს, ანუ იმ დღეს, როცა ეს მოხდა, ყველანი შინ ვიყავით. ელენეს პაპა ავად იყო და სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ სახლში. ექიმებმა საჭირო პროცედურები ჩაატარეს და წავიდნენ. 5–10 წუთში კი ეზოში ავთო შემოვიდა, ელენეს თავში სანადირო თოფიდან ესროლა და გაიქცა.
სასწრაფო დახმარება ხელახლა გამოვიძახეთ, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ელენე მაშინვე გარდაიცვალა. ჩვენი სახლიდან 500 მეტრში ავთომ იმავე თოფით თავის მოკვლა სცადა. სასწრაფო დახმარებამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ორ კვირას იცოცხლა, მაგრამ შემდეგ გავიგეთ, რომ იქვე, პალატაში გარდაცვლილა“... განაგრძეთ კითხვა