პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მამაკაცს, რომელმაც სოფელ აკურაში 1 პირი მოკლა, ორი კი დაჭრა, პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. გადაწყვეტილება თელავის რაიონულ სასამართლოში, რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობას ითხოვდა.
მანამდე, ბრალდების მხარემ, მამაკაცს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა და შესაბამისი დადგენილება, სახაზინო წესით დანიშნულ ადვოკატს გააცნო.
ადვოკატმა, მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
გამოძიება სოფელ აკურაში მცხოვრებ მამაკაცს, 21 მაისს ჩადენილ მკვლელობას და მკვლელობის მცდელობას ედავება.
ბრალის დადგენილების თანახმად, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა ერთი პირი, დაჭრა გარდაცვლილის ძმა და შემთხვევით, საკუთარი შვილიც.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის 3- ე ნაწილით მიმდინარეობს.
ბრალდებული მიმალვაში იმყოფება და მას სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.