პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცნობილი ხდება იუბილარის ჩვენება, რომლის დაბადების დღეზეც 20 წლის მირიან კუკავა მოკლეს.
მოზარდი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში ადასტურებს, რომ ცხვარიჭამიაში, პირველი ჩხუბი ღამის ორ საათზე საცხოვრებელი სახლის ეზოში დაიწყო. მისი თქმით, სტუმრები ერთმანეთში ირეოდნენ, ბიჭებს შორის ასევე იყო მირიან კუკავაც, თუმცა ქეთა არაბული ირწმუნება, რომ არ ახსოვს, ეჩხუბებოდა თუ არა 20 წლის ბიჭი ვინმეს.
„ღამის 02:00 საათზე, ეზოდან ჩხუბის და ყვირილის ხმა გავიგე, ეზოში ჩავედი. გამომყვა დედაჩემიც. დავინახე, რომ ჩემი სტუმრები ყველა ერთმანეთში ირეოდა, იყო ჩოჩქოლი და ფიზიკური შეხლა-შემოხლა ბიჭებს შორის. ვერ ვარჩევდი ვინ ვის ეჩხუბებოდა. ბიჭებს შორის ასევე იყო მირიან კუკავაც, თუმცა არ მახსოვს იგი ეჩხუბებოდა თუ არა ვინმეს. დედაჩემი კონფლიქტის აღმოფხვრას და სტუმრების დამშვიდებას ცდილობდა.
ამ დროს კონფლიქტი განეიტრალდა, თუმცა მალევე რამდენიმე წუთში ქუჩიდან ისევ გავიგე ყვირილის ხმა. დავინახე, რომ სტუმრები გადიოდნენ ეზოდან. შემომესმა დედაჩემის ხმაც, რომელიც ყვიროდა და ითხოვდა, სასწრაფო დახმარების გამოძახებას. მე მაშინვე გავედი ეზოდან დავინახე, რომ მირიან კუკავას ტანს ზემოთ მაისური ჰქონდა გახდილი და იწვა საავტომობილო გზის ზედაპირზე. ამ დროს მირიანი იყო გონებაზე, რადგან მას თვალები გახელილი ჰქონდა. მოგვიანებით გავიგე, რომ ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მირიან კუკავა წვეულებაზე მოვიდა, ჩვენს საერთო მეგობრებთან ერთად. მე არ დამინახავს და არ გამიგია მას ჰქონდა თუ არა ვინმესთან კონფლიქტი. შესაბამისად, ჩხუბის მიზეზი ჩემთვის უცნობია. ეზოში მომხდარ პირველ კონფლიქტის დროს წვეულების თითქმის ყველა სტუმარი ესწრებოდა, თუმცა ვინ ვის აყენებდა ფიზიკურ ანდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ვერ ვარჩევდი, მე არ დამინახავს ეზოში მომხდარი პირველი კონფლიქტის დროს დავით ჯიჯეიშვილი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ის კონფლიქტში მონაწილეობდა. მირიან კუკავას მკვლელობის შემდეგ როდის დატოვა დავით ჯიჯეიშვილმა სახლი მე არ შემიმჩნევია. ამ ჩხუბში დაზიანება კიდევ ორმა პირმა მიიღო“, - წერს იულბილარი ჩვენებაში.
წყარო: „ტვ პირველი“