„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ...“ - რას წერს იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი
1732656440
დაპირისპირება ცხვარიჭამიაში, რომელსაც 20 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა - „კურიერმა“ გაარკვია, რომ საქმის მთავარი ფიგურანტი დანაშაულს აღიარებს. ეს დღეს 22 წლის დავით ჯიჯეიშვილის ადვოკატმა „რუსთავი 2-თან“ დაადასტურა. ჯიჯეიშვილმა პირობაც დადო, რომ გამოძიებას მკვლელობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
სისხლის სამართლის საქმეში სავარაუდო მოქმედ კიდევ 5 პირს დღეს ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე წარედგინათ. განსასჯელის სკამზე მსხდომები ბრალს არ აღიარებენ. დანაშაული ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ორიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება დაბადების დღის წვეულებაზე მყოფ კიდევ ორ პირს. მათ გამოძიება ცრუ ინფორმაციას მიწოდებასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
ახლა გამოძიებას მტკიცებულებად 40-ზე მეტი პირის ჩვენება აქვს. გამოკითხულია წვეულებაზე მყოფი ყველა პირი. ბრალის დაზუსტების შემდეგ, პროკურატურამ მიმდინარე საქმის ფარგლებში, გამოძიების პროცესზე ისაუბრა.
„კურიერი“ დღეს კიდევ ერთხელ დაინტერესდა გარდაცვლილი 20 წლის ახალგაზრდის ოჯახის პოზიციით. მირიან კუკავას ახლობლებს მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვთ - დამნაშავე კანონის შესაბამისად, უმკაცრესად დაისაჯოს.
ბრალის წარდგენის შემდეგ საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს. მკვლელობით დასრულებული საბედისწერო წვეულების საქმეს მცხეთის რაიონული სასამართლო განიხილავს. აღკვეთის ღონისძიებაზე მოსამართლე სხდომას ხვალ, 11 საათზე გახსნის.