პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში ერთი ადამიანი მოკლეს, შემთხვევა გუშინ, 10 დეკემბერს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული 46 წლის კაცია.
ის ჩოხატაურში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 67 წლის მამაკაცი უკვე დაკავებულია.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკაების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ ზ.წ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი მომხდარიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
ჩატარებული ოპერატიული ღოინისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“,- ნათქვამია განცხადებაში.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
5 ნიშანი იმისა, რომ ანგელოზი გმფარველობთ
1732355944