ცნობილი ხდება ორი ქართველი სპორტსმენის ვინაობა, რომლებსაც შოტლანდიის პოლიცია ეძებს
1790104308
ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა ვერ დაამუხრუჭა, იმავე მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა, ორივე კი გაჩერებულ ტრაილერს.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.