„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ...“ - რას წერს იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი
1732656440
ხმაურია ორხევის დასახლებაში - მუნიციპალური ინსპექცია უკანონო მშენებლობებს ანგრევს. მერიის თანამშრომლები ამ წუთებშიც ადგილზე იმყოფებიან. მათი განცხადებით, მფლობელები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები.
ადგილობრივები სახლების ნგრევას აპროტესტებენ. ადგილზე ტექნიკა ამ დრომდე მობილიზებულია.
„სახელმწიფო მიწაზე მიმდინარეობს უკანონო მშენებლობები და მოხდა დემონტაჟი ამ მშენებლობების. მოსახლეობა გაფრთხილებული იყო და შენობებზეც გაკრულია გაფრთხილების წერილები ყველგან. ქუჩაში არავინ არ დარჩება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მშენებლობები, რომლის დემონტაჟიც მოვახდინეთ, იყო დაუსრულებელი და შიგნით არავინ არ ცხოვრობდა," - განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელმა.