რა ეღირება დოლარი და ევრო 27 ნოემბერს - ვალუტის კურსი
1732637847
საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარლამენტის ბოიკოტის შესაძლო შეწყვეტას ეხმაურება.
„ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა პარტიას და განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას", რომ პარლამენტში შევიდეს არჩევნების შემდეგ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკუთარი პოზიციების, ინტერესებისა და რწმენის დასაფიქსირებლად საუკეთესო ადგილი პარლამენტია.
უნდა გამოიყენონ დემოკრატიული ბერკეტი, რომლის აშენებასაც საქართველო ცდილობს. უნდა იყოს შექმნილი წარმომადგენლობითი პარლამენტი, რომელიც ქართველი ხალხის განსხვავებულ ხედვებს ასახავს. იმედი გვაქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევა. მივესალმებით იმ ფაქტს თუ მმართველ პარტიას და ოპოზიციას ერთად ვიხილავთ, ეს საქართველოს საუკეთესო ინტერესებში შედის. მოლაპარაკებები დროს მოითხოვს, მაგრამ სწორედ ასე ფუნქციონირებს პარლამენტი. საქართველოს ინტერესია ორივე მხარემ ერთად იმსჯელოს ინიციატივებზე და მათ იმპლემენტაციაზე," - განაცხადა კელი დეგნანმა.