რა ეღირება დოლარი და ევრო 27 ნოემბერს - ვალუტის კურსი
1732637847
“რა კითხვები აქვთ ოპონენტებს, თუ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინის ხალხს, რეზოლუციაში მხარდაჭერა ჩადებულია. თუ საუბარია, რომ ჩვენ რაიმე ტიპის ესკალაცია უნდა დავგმოთ, ესეც არის ამ ტექსტში. ვფიქრობ, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციული კამპანია, რომელიც ორიენტირებული იყო არა მართლა იმაზე, რომ ვინმეს რეზოლუციის მიღების ინტერესი ჰქონოდა და იმაზე, რომ უკრაინელი ხალხისთვის სოლიდარობა ერთდროულად გამოგვეცხადებინა, არამედ პიარ კამპანიაზე გათვლილი სტრატეგიაა",- ამის შესახებ „ქართული ოცნების” წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
"ამაზე მეტყველებს „ბოტების“, „ტროლების“, ფიზიკური პირების დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც ვიხილეთ. მიგვაჩნია, რომ ეს დოკუმენტი არის სწორი და ემსახურება იმ სტრატეგიულ მიზანს, რომელიც გულისხმობს მეგობარი ხალხისთვის მტკიცე მხარდაჭერის გამოცხადებას და აღნიშვნას, რომ დაუშვებელია ესკალაცია. ვითვალისწინებთ საერთაშორისო პარტნიორების რჩევებს, გვაქვს კონსულტაციები და როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტულ საკითხებზე, ვითვალისწინებთ კონკრეტულ რჩევებს”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.„ქართული ოცნების” წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის თანაინიცირებაზე ოპოზიციის მხრიდან უარი “წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციული კამპანიაა”, - განაცხადა ოხანაშვილმა.