„ხმა ჩამესმა, რომ ჩემს მოკვლას აპირებდნენ...“ - რა თქვა სასამართლოზე ბერი ნარიმანის საცხოვრებელ კორპუსში დაჭრის ფაქტზე დაკავებულმა

დაჭრა ნარიმანის სახლთან

ბერი ნარიმანის საცხოვრებელ კორპუსში დაჭრის ფაქტზე დაკავებული ლუკა ტოტოლაშვილი პატიმრობაში დარჩა. საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელა.

დაცვის მხარე გირაოს ითხოვდა, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობასა და სხეულის განზრახ დაზიანებაში ედება ბრალი.

"დილის საათებში ხმა ჩამესმა, რომ ჩემს მოკვლას აპირებდნენ და ამიტომ გადავწყვიტე მივსულიყავი და შემეშინებინა. იმ მომენტში თვალებში დამიბნელდა, ვეღარ მოვთოკე ნერვები და მაგ დროს გავიქნიე დანა უმისამართოდ. გამიზნული არ მქონია, რომ ჩამერტყა და ვინმე  მომეკლა", - ამბობს ბრალდებული.

დანაშაული 24 აგვისტოს ფონიჭალაში მოხდა. კორპუსის მეშვიდე სართულზე ორი ადამიანი დაჭრეს.