ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ...“
1788942699
ხელვაჩაურში მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა. შემთხვევა დაახლოებით 11 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის ქალმა ბავშვი ბაღში დატოვა, უკან დაბრუნებისას კი გზაზე ყოფილი ქმარი დახვდა და ბეჭის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.
შემთხვევას პატრულის ეკიპაჟი შეესწრო და დამნაშავე ადგილზევე დააკავეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
რაც შეეხება 35 წლის ქალს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის კლინიკა BMS-ში მოათავსეს.
მომხდარზე გამოძიება 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს.