დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ხარაგაულში, სისხლიანი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი მამაკაცი პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც ირაკლი კიკნაძე „კურიერთან“ საუბარში იხსენებს, მამაკაცს, ვინც გასროლა განახორციელა, არ იცნობდა და სტუმრად ნაცნობმა მიიყვანა.
მათ მალე შეერთდა გუჯა ბერაძე. ისინი ციხის შესახებ საუბრობდნენ, მალევე ნუკრი თხელიძემ გასროლა განახორციელა, ჯერ ირაკლი კიკნაძის, შემდეგ გუჯა ბერიძის მისამართით, შემდეგ თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა.
მამაკაცი ფეხის არეში მიყენებული ჭრილობებით კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ცნობისთვის, ხარაგაულში მომხდარი დაპირისპირების დროს ერთი მამაკაცი დაიღუპა, მეორე კი დაიჭრა.