კახეთში ჟურნალისტს ალტინფოსთან ასოცირებული პარტია ემუქრება

ფორმულა

ტელეკომპანია „ფორმულას" კახეთის ბიუროს ჟურნალისტს, ალტინფოსთან ასოცირებული, კონსერვატიული პარტიის ლაგოდეხის ოფისის ხელმძღვანელი ანგარიშსწორებით ემუქრება.

ჟურნალისტ დავით ჭაბაშვილის ინფორმაციით, ვახო ბარბაქაძე მას ტელეფონით დაუკავშირდა და განადგურებასა და ანგარიშსწორებას დაჰპირდა.

"სატელეფონო ზარი მოჰყვა, ჩემგან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც კონკრეტული ფაქტი დავასახელე, თუმცა ადრესატი მითითებული არ ყოფილა. ამის შემდეგ დამიკავშირდა ბარბაქაძე და განადგურებითა და ანგარიშსწორებით დამემუქრა, რაც ბოლო პერიოდში, მათი მხრიდან ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ფონზე, სრულიად რეალურად მეჩვენება"- განაცხადა ჭაბაშვილმა.

ჟურნალისტმა ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოს შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა, რომელმაც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151- ე მუხლით დაიწყო.

სამართალდამცავებმა ბარბაქაძე უკვე გამოკითხეს, რასაც ის სოციალურ ქსელში გამოეხმაურა."პარადოქსია, უდანაშაულობის პრეზუმციას არღვევს ჩემს მიმართ ადამიანი და აქეთ მიჩივის მუქარის გამო .ვეუბნები, თუ არ დამიმტკიცებს დანაშაულს, მის მიმართ შევიტან სარჩელს და გაგანადგურებთქო"- წერს ბარბაქაძე.ალტინფოსთან დაკავშირებული კონსერვატიული პარტიის წევრები, ცოტა ხნის წინ, კახეთში, გაზეთ " სპექტრის" ჟურნალისტს, თამარ კაპანაძესაც ემუქრებოდნენ.