კახაბრიშვილი ადასტურებს, რომ გამოძიების კითხვები ბიძინა ივანიშვილისა და და პარტიის სხვა ლიდერებზე შესაძლო თავდასხმის მომზადებას ეხებოდა 

თბილისის საქალაქო სასამართლო

იგეგმებოდა თუ არა ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ? - დაკითხვიდან გამოსული გელა კახაბრიშვილი (უკრაინაში მებრძოლი ქართველი) ადასტურებს, რომ გამოძიების კითხვები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეზე შესაძლო თავდასხმის მომზადებას ეხებოდა.

კახაბრიშვილი სახელმწიფო შეთქმულებისა და ტერორიზმის საქმესთან კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ ბრალდება აბსურდულია. 

კახაბრიშვილის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ასევე ადასტურებს, რომ გამოძიება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადების ვერსიაზე მუშაობს.

რამიშვილის თქმით, უსაფრთხოების სამსახურმა მიუკერძოებელი გამოძიებით უნდა დაადგინოს არსებული ინფორმაცია სიმართლეა, თუ სიცრუე, ან რამდენად არსებობს მსგავსი დანაშაულის საფრთხე.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო შეთქმულებისა და ტერორისტული აქტის მომზადების საქმეზე გამოძიებას სუსი აწარმოებს. უწყებამ მაგისტრი მოსამართლის წინაშე უკვე დაკითხა უკრაინაში სხვადასხვა დროს მებრძოლი რამდენიმე ქართველი.