პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კანონიერი ქურდის, კახა შუშანაშვილის შვილი, მოითხოვს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მამამისს დაუბრუნოს უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობა.
„საქართველოს პრეზიდენტმა, მამაჩემს დაუბრუნოს უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობა და სასწრაფოდ მოხდეს მისი ექსტრადირება საქართველოში. ჩვენ მოვითხოვთ სასამართლოს გზით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანების გაუქმებას, რადგან მოპასუხე მხარის მსგავსი დოკუმენტი არ არის ავთენტური“,- ამბობს კახა შუშანაშვილის შვილი.
შეგახსენებთ, ე.წ.კრიმინალური ავტორიტეტი კახა შუშანაშვილი საქართველოს პრეზიდენტს სასამართლოში უჩივის.
შუშანაშვილი უკვე 12 წელია მარსელის ციხეშია, ბოლო წლებში კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს, თუმცა ამისათვის მოქალაქეობა სჭირდება.