„ვინც მხარს მიჭერს, იმსახურებს იცოდეს, რა მოხდა...“ - ალექსანდრე თოფურია მიმართვას ავრცელებს
1795356406
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება შატილის ტრაგედიის ექსპერტიზის დასკვნა.
დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მიკროავტობუსის სამუხრუჭე სისტემა გაუმართავი იყო, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია.
„ავტომობილის წინა სამუხრუჭე სისტემა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ იმყოფებოდა ტექნიკურად გაუმართავი, რამაც ცხადია გავლენა მოახდინა სამუხრუჭე სისტემის ეფექტურ მოქმედებაზე, არაეფექტური მუხრუჭის ხშირმა გამოყენებამ კი გამოიწვია სისტემის გადახურება მოცემული სახით. გადახურებულმა სამუხრუჭე სისტემამ კი ვერ უზრუნველყო გადატვირთულ მდგომარეობაში მყოფი მიკროავტობუსის ეფექტური დამუხრუჭება, რასაც შედეგად მოჰყვა მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა“, - წერია ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში.

ცნობისთვის, შატილში დატრიალებული ტრაგედიიდან 3 წელი სრულდება.
2020 წლის 23 აგვისტოს, თბილისის დროით 17 საათზე სოფელ ბისოს მიმდებარედ, შატილიდან თბილისისკენ მიმავალი ავტომანქანა 80 მეტრის სიღრმის ხევში გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი სამი კი მძიმედ დაშავდა.
შატილში მომხდარი ავარიის საქმეზე დააკავეს ტურისტული კომპანიის, “თრეველ ჯის” დირექტორი შალვა ბოლოთაშვილი. ასევე დაკავებულია ხევში გადავარდნილი მიკროავტობუსის მფლობელი გ.გ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ შალვა ბოლოთაშვილს 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ახლა საქმე სააპელაციო სასამართლოშია, ბოლოთაშვილი განაჩენს ასაჩივრებს.
სასამართლო სხდომა 19 ივლისსაა ჩანიშნული, სადაც, სავარაუდოდ, სააპელაციოს გადაწყვეტილება გახდება ცნობილი.
ასევე დაგაინტერესებთ: