„ერისკაცი, სავარაუდოდ, ამას ვერ გაბედავდა...“ - რას ამბობენ სასულიერო პირები მეუფე შიოს მოწამვლასთან დაკავშირებით

მეუფე შიო

სასულიერო პირები მეუფე შიოს მოწამვლასთან დაკავშირებით განცხადებებს დილიდან აკეთებენ.

„არაფერი არ ვიცი საერთოდ... მოვედი სამსახურში, გამომცემლობაში ვმუშაობ“, - განაცხადა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა.

სანებლის წმინდა ნიკოლოზის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი თეოდოსი ვარაუდობს, რომ დანაშაული ეკლესიის შიგნით მყოფი პირი ჩაიდენდა.

„ეს ჩემთვის იყო მოულოდნელი, ამის მსგავსი არ მსმენია. მეუფე იობისაც აქვს საუკეთესო აზრი მეუფე შიოს შესახებ. რა თქმა უნდა, ეს ბევრს არ მოსწონს, იმ ეკლესიის მტრებს, რომლებიც სამწუხაროდ ეკლესიის შიგნითაც არიან. ეკლესიის შიგნით არიან ძალები, ერისკაცი, სავარაუდოდ, ამას ვერ გაბედავდა, ან თუ გაბედავდა, მას მხარდამჭერი უნდა ჰყოლოდა, მე ასე მგონია. დღემდე მასზე[მიტროპოლიტ შიოზე] რაიმე უძლურობის შესახებ არაფერი არ გამიგონია“, - ამბობს სანებლის წმინდა ნიკოლოზის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი თეოდოსი.

ასევე დაგაინტერესებთ:

ვინ არის კაცი, რომელმაც კახეთში ორი მოხუცი მოკლა - მკვლელობის ახალი დეტალები

„71 წლის მოხუცები სასიკვდილოდ გაიმეტა...“ - ვინ არიან თანასოფლელის მიერ მოკლული პენსიონრები

როგორია მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმი ცისანა შარტავას განმარტება 

✕