იტალიაში 32 წლის ქართველი დააკავეს - ცნობილია, რას ედავება გამოძიება

კარაბინერები

იტალიაში 32 წლის ძებნილი ქართველი დააკავეს. მედიის ცნობით, ქართველი კაცი ქუჩაში, მანქანით საეჭვოდ გადაადგილდებოდა, რის გამოც მოქალაქეებმა პოლიციაში შეტყობინებები გაგზავნეს. 

შემოწმების შედეგად კი გაირკვა, რომ ქართველი ძარცვის, გატაცების, ნარკორეალიზაციისა და გაქცევის გამო იძებნებოდა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაკავებულმა თანამზრახველთან ერთად სხვადასხვა დანაშაული 2015 წლის იანვრიდან 2017 წლის თებერვლამდე მანტუას, ვერონასა და როვიგოს პროვინციებში ჩაიდინა.

როგორც მედია წერს, ის გაქცევას ცდილობდა.

ქართველი კაცი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

დამატებითი დეტალები უცნობია.