„გვავიწროებდა სექსუალურად, ფსიქოლოგიურად, იმდენად პატარები ვიყავით, ვერ ვიღებდით ხმას...“ - "მართვეს" ფეხბურთელი

ძალადობა

საფეხბურთო კლუბ "მართვეს" ერთ-ერთი ფეხბურთელი ამბობს, რომ წლების განმავლობაში მწვრთნელი, პაატა დოგრაშვილი ქალ მოთამაშეებს სექსუალურად ავიწროებდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.

სასამართლომ საქმეზე 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური შევიწროება დაადგინა ქალთა საფეხბურთო კლუბისა და მისი მწვრთნელის, პაატა დოგრაშვილის მხრიდან.

„გამოვიარეთ ძალიან რთული პერიოდები. გვავიწროებდა სექსუალურადაც, ფსიქოლოგიურადაც. იყო ფაქტები გასახდელში უნებართვოდ შემოსვლები. ფსიქოლოგიური ზეწოლები, გვექცეოდა ცუდად, შეურაცხყოფას გვაყენებდა სიტყვიერად. თამაშებზე გასულს ცუდ სიტყვებს გვეძახდა ამდენ ხალხში და ასე შემდეგ. მაშინ ვიყავით ძალიან პატარები, როდესაც ასეთი რაღაცები ხდებოდა. გრძელდებოდა დიდობაშიც, მაგრამ იმდენად პატარები ვიყავით და იმდენად არ ვიცოდით ჩვენი უფლებები როგორ დაგვეცვა, ვერ ვიღებდით ხმას“, - ამბობს ანა ჯანელიძე, საფეხბურთო კლუბ "მართვეს" წევრი "მთავარ არხთან".

ასევე დაგაინტერესებთ:

ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში უსაფრთხოება, მადლობას ვუხდი ყველა პოლიციელს - თორნიკე რიჟვაძე

„დამესიზმრე და ცოტა დამამშვიდე მაინც... ალბათ, უკვე სამოთხეში ხარ, დედიკო“ - გეგუთთან ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის დედა