გურჯაანში, ცოლისა და ორი მეგობრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

მკვლელობა

გურჯაანში სამი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

მამაკაცი ამჟამად, დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და გამოძიება მისთვის ბრალის წარდგენის საკითხზე მუშაობს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109 ე მუხლით მიმდინარეობს.

მკვლელობა გურჯაანის მუნიცილიტეტის სოფელ ახაშენში, გუშინ მოხდა.

40 წლის მამაკაცმა მეუღლე და ორი თანასოფლელი მოკლა და მიიმალა.