ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
„გულწრფელად ვნანობ იმას, რაც მოხდა, როდესაც ვიცვლებოდით, ვერ წარმოვიდგენდი და ვერანაირად შევამჩნიე გურამ სვანიძე“ – ამის შესახებ ესკორტის ოფიცერმა ვალერი გოზალიშვილმა განაცხადა, რომელსაც პატიმარმა ე.წ. კაბურიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა და თავის არეში ჭრილობა მიიყენა.
გოზალიშვილის თქმით, შემთხვევის ადგილას ბევრი ადამიანი იმყოფებოდა.
,,როდესაც ახალი ცვლა შემოდიოდა, ბევრი ადამიანი იყო, თორემ იარაღით პატიმართან ახლოს არასდროს მივიდოდი, არათუ ზურგით დავუდგებოდი და თავს ან სამსახურს საფრთხეში ჩავაგდებდი”, – აღნიშნა ვალერი გოზალიშვილმა.