„გულწრფელად ინანიებს“ - მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

მირიან კუკავა და დავით

ცხვარიჭამიაში, მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე რვავე დაკავებული წინასწარ პატიმრობაში რჩება. მცხეთის რაიონულ სასამართლოში გადაწყვეტილება უკვე გამოცხადდა. 8-დან 7 ბრალდებული, რომელთა ნაწილს ხულიგნობას, ნაწილს კი დანაშაულის დაფარვას ედავებიან, ბრალს არ ეთანხმება. ერთადერთი, ვინც დღეს აღიარებითი ჩვენება მისცა, დავით ჯიჯეიშვილი იყო, რომელმაც 20 წლის მირიან კუკავა დანით სასიკვდლოდდაჭრა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან დაკავებულების ადვოკატებიც, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, მოსამართლის გადაწყვეტილება გასაგებია.

დავით ჯიჯეიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აცნობიერებს ჩადენილ დანაშაულს.

"დავით ჯიჯიეიშვილი დედის თანხლებით, ნებაყოფლობით, აღიარებით მივიდა პოლიციის განყოფილებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ათვითცნობიერებს მის მიერ ჩადენილ ბრალეულ ქმედებას, გულწრფელად ინანიებს მას. დღეს იმის ილუზია არ ჰქონია მას, რომ შესაძლებელი იყო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება მიეღო. მეტსაც გეტყვით, უფრო ნაკლებად მკაცრ აღკვეთის ღონისძიების შესაძლებლობასთან დაკავშირებით არც უკითხავს მას- აცხადებს გიორგი გვაჯაია.

რაც შეეხება გიორგი ბაზაძის ადვოკატს, იგი აცხადებს, რომ  მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანამშრომლობს გამოძიებასთან.

"სამწუხაროა, აკავებენ ისეთ ადამიანს, რომელიც თანამშრომლობს გამოძიებასთან, რომელმაც დანაშაული არ დაფარა და რომელმაც არანაირი დანაშაული არ ჩაიდინა. არსებითი განხილვის დროს, აუცილებლად დამტკიცდება ამ ადამიანის სრული უდანაშაულობა. დარწმუნებულ ვარ, რომ ის გათავისუფლდება. აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყველა შეკითხვას გაეცეს პასუხი,"-აცხადებს ტარიელ კაკაბაძე