სუპერ ელ-ნინიო ძლიერდება - რას უნდა ველოდოთ 2027 წლისთვის
1788983856
გრიგოლ ნარსია ტერორიზმში თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ ბანკზე თავდასხმა ტერორისტული აქტი არ იყო.
მას ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
"საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმა ქუთაისში 20 სექტემბერს მოხდა.
თავდამსხმელს 12 ადამიანი მძევლად 9 საათის განმავლობაში ჰყავდა აყვანილი და 2 მილიონ დოლარს ითხოვდა.