პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანს, სოსო გოგაშვილს ციხეში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები ხვდებიან.
ადვოკატმა საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა და მედიასთან საუბრისას თქვა, რომ გოგაშვილს შს მინისტრის მხრიდან მუქარაზე გამოკითხავენ.
„გიდასტურებთ, რომ დღეს ახლაც, ამ დროისათვის სოსო გოგაშვილთან შესულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესაბამისი გამომძიებელი, რომელიც გამოჰკითხავს გუშინდელ ჩვენ მიერ გავრცელებულ ფარგლების ირგვლივ. სოსო გოგაშვილი მზადაა, რომ დეტალურად მისცეს ჩვენება და ის აფიქსირებს, რომ მასზე განხორციელებული იქნა ზეწოლა და მუქარა, მისი გაჩუმების მოთხოვნით. ამასთან დაკავშირებით გააჩნია, რა თქმა უნდა, სამართლებრივი პრეტენზია და მოითხოვს, რომ ეს გამოძიებაც იქნეს ბოლომდე მიყვანილი“, - ამბობს ადვოკატი.
ცნობისთვის, გოგაშვილი 16 ივლისს, საკუთარ სახლში დააკავეს.
18 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
გოგაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
სუსის ინფორმაციით, გოგაშვილის საქმეზე, მისი პირადი და ოჯახის წევრების კუთვნილი 8 სახლი და 4 მანქანა გაჩხრიკეს - ამოღებულია იარაღი, ტექნიკა და სახელმწიფო საიდუმლოებისა და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულის პროცესები დახურულად წარიმართება, რადგან საქმეს საიდუმლო გრიფი დაედო.