1732386875
გია ხარჩილავას ავტომობილის დაწვის საქმეზე დამოუკიდებელ ექსპერტს ჩართავს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, მისი პირადი ავტომობილის დაწვის საქმეზე დამოუკიდებელ ექსპერტს ჩართავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან კომენტარის დროს განაცხადა.
„არ ვიცი, რაში დაიხარჯა ეს 24 საათი. აუცილებლად ჩავრთავ ალტერნატიულ ექსპერტიზას. აშკარად არის წაკიდების კვალი და განსაკუთრებით ამ მიმართულებით მაინტერესებს”,- აღნიშნა მან.
ხარჩილავამ ასევე საელჩოების წარმომადგენლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ მას ამ დრომდე არც ცენტრალური და არც ადგილობრივი გუბერნიიდან დაკავშირებია ვინმე.
გია ხარჩილავას მანქანა მის სახლთან, 12 ოქტომბერს,სავარაუდოდ გამთენიისას დაწვეს. მომხდარზე გამოძიება შსს-მ სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო.