პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
45 წლის ლევან გადელიამ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მკვლელობა ჩაქუჩით, დანითა და სახრახნისით სცადა. აღნიშნულის შესახებ გადელიასთვის წარდგენილ ბრალდებაშია მითითებული.
ლევან გადელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულის ადვოკატი, გიორგი მდინარაძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, ვინაიდან მომხდართან დაკავშირებით არაფერი ახსოვს.
„დუმილის უფლებას იყენებს არა იმის გამო, რომ ამის უფლება აქვს, არამედ, იმის გამო, რომ მას არაფერი ახსოვს. ყველაფერი ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარეა, კლინიკაშიც იწვა და მკურნალობდა კიდეც“, - განაცხადა მდინარაძემ.
ათობით ჭრილობა მთელ სხეულზე და ჩაქუჩით მიყენებული ტრავმა თავის არეში - ასეთ მდგომარეობაში დახვდა სასწრაფო დახმარებას ქალი. მოძალადე ქმარმა ახლად მოყვანილი ცოლი საკუთარ სახლში ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი სახრახნისით 33 ჭრილობა მიაყენა.
112-ში ზარი ქალის განწირული ყვირილის შემდეგ მეზობლების მხრიდან შევიდა. ადგილზე მისულ ბრიგადას კი, დამნაშავეც ადგილზე დახვდა.
ასევე დაგაინტერესებთ: „მატარებელი დაეჯახა, მკვდარი გიო გაცოცხლდა... და ვეღარ გადაგვირჩა“ - ახალგაზრდა ბიჭი მოულოდნელად გარდაიცვალა
Exclusive: „ერთმანეთი სექს-ფართიზე გავიცანით... ერთად ყოფნას ვაპირებთ“ - მარიამ ქინქი პირადზე