1732386875
დაკავებულია კაცი, რომელმაც ახლად მოყვანილი ცოლი სასიკვდილოდ გაიმეტა - უმძიმესი დანაშაულის დეტალები
ათობით ჭრილობა მთელ სხეულზე და ჩაქუჩით მიყენებული ტრავმა თავის არეში - მოძალადე ქმარმა ახლად მოყვანილი ცოლი საკუთარ სახლში ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი სახრახნისით 33 ჭრილობა მიაყენა.
112-ში ზარი ქალის განწირული ყვირილის შემდეგ მეზობლების მხრიდან შევიდა. ადგილზე მისულ ბრიგადას კი, დამნაშავეც ადგილზე დახვდა.
"კურიერის" ინფორმაციით, მამაკაცი წლების წინ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადიოდა მკურნალობას, ცოლი კი 6 თვის წინ მოიყვანა.
ექიმებმა 42 წლის ქალის გადარჩენაა მოახერხეს, თუმცა ის რეანიმაციულ განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში იმყოფება.
მოძალადე ქმარი პოლიციამ უკვე დააკავა, 44 წლის მამაკაცს ბრალი ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აქვს წაყენებული.
"კურიერი" დღეს წყვილის ბინაში მივიდა. კარი ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა გააღო, რომელიც სავარაუდოდ, დაკავებულის ახლობელი იყო. მამაკაცმა საჯაროდ საუბარი არ ისურვა და მხოლოდ ის თქვა, რომ დაზარალებული ქალი ახლა თავს კარგად გრძნობს.
საპირისპიროს ამბობენ იმ კლინიკაში, სადაც ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობებით 42 წლის ქალი მიიყვანეს. პირად საუბრებში ექიმი "კურიერს" უყვება, რომ პაციენტის გადარჩენას 8 საათი ცდილობდნენ, დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ქალს 4 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა.
ასევე ნახეთ: