1732386875
თბილისში, კაცი ცოლს სასტიკად გაუსწორდა - ქალი რეანიმაციაში, უგონო მდგომარეობაშია
ათობით ჭრილობა მთელ სხეულზე და ჩაქუჩით მიყენებული ტრავმა თავის არეში - ასეთ მდგომარეობაში დახვდა სასწრაფო დახმარებას ერთ-ერთი ცნობილი კლინიკის ექიმი, რომელიც ახლა თავადაა უმძიმესი პაციენტი. მოძალადე ქმარმა ახლად მოყვანილი ცოლი საკუთარ სახლში ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი სახრახნისით 33 ჭრილობა მიაყენა.
112-ში ზარი ქალის განწირული ყვირილის შემდეგ მეზობლების მხრიდან შევიდა. ადგილზე მისულ ბრიგადას კი, დამნაშავეც ადგილზე დახვდა.
"კურიერის" ინფორმაციით, მამაკაცი წლების წინ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადიოდა მკურნალობას, ცოლი კი 6 თვის წინ მოიყვანა.
ექიმებმა 42 წლის ქალის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა ის რეანიმაციულ განყოფილებაში, უგონო მდგომარეობაში იმყოფება.
მოძალადე ქმარი პოლიციამ უკვე დააკავა, 44 წლის მამაკაცს ბრალი ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აქვს წაყენებული.
ასევე ნახეთ: