„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
თბილისში ცეცხლსასროლი იარაღიდან კაცი დაჭრეს. შემთხვევა ფიროსმანის 6 ნომერთან მოხდა. გაქცევის დროს მანქანა, სავარაუდოდ, ავტობუსს დაეჯახა და შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, ადგილზე პოლიცია მუშაობს.
ავტობუსის მძღოლი ამბობს, რომ ჯიპი შეეჯახა და გაიქცა, თუმცა არ იცის, იგივე მანქანიდან ისროლეს, თუ არა.
არსებული ცნობებით, დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი, მას ოპერაციას უკეთებენ.