მოძრაობა დროებით შეიზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
1732303587
მიმდინარე წლის 26 მაისს, ქობულეთში, სოფელ ლეღვაში სტადიონთან 19 წლის გიორგი ალხანიშვილის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდას მანამდე რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ალხანიშვილი სოფელში მეგობრებთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა. მომხდარის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა, ხოლო, მკვლელობის მთავარ ფიგურანტს, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
ბაჟუნაიშვილი მომხდარიდან მალევე ლონდონში მალევე ლონდონში გაემგზავრა, არსებული ინფორმაციით იგი დიდ ბრიტანეთში დააკავეს. ახლა ადვოკატები მის საქართველოში ექსტრადიციას ელოდებიან.
„პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულის, დავით მენაბდის ჩვენება, რომელიც მან საგამოძიებო უწყებას მისცა. იგი ჩვენებაში დეტალურად აღწერს 26 მაისის ღამეს.
მენაბდის თქმით, სიტყვიერი კონფლიქტი სუფრაზე დაიწყო, შემდეგ კი მათი თანატოლის მკვლელობით დასრულა.
„მესმის ახვლედიანის ხმა, კაი, ბაჟუ, გაჩერდი. აქ უკვე ვიფიქრე, რომ ჩხუბობდნენ და მათკენ გავიქეცი. რომ გავიქეცი ვხედავ იმ მომენტს. წინ გადავუხტი ალექსანდრეს და ვეუბნები, რას აკეთებ თქო. გადამჯდარი იყო და ურტყამდა. თავიდან მეგონა, რომ მუშტს ურტყამდა, მერე დავინახე, რომ ხელში დანა ეჭირა. ვერ ვიაზრებდი რა მოხდა. ალექსანდრე ახვლედიანი ამ დროს დარბის და ამბობს, კაცი მოკლაო. ეს სიტყვები, რომ გავიგონე... ვხედავ შოკში ჩავარდი.
წინ ჩავუდექი ალექსანდრეს და ვეკითხები, რას აკეთებ თქო. გამომხედა, ეგ სახე არასდროს დამავიწყდება, ისეთი სახით გამომხედა მაგ ადამიანს არ ვიცნობდი საერთოდ, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილს ვიცნობ ბავშვობიდან და ეგეთი არ მახსოვს მე საერთოდ. რომ გამომხედა, ჩაწია თავი ალექსანდრემ და ისევ გააგრძელა დანის დარტყმა. ბევრჯერ ჩაარტყა ძალიან... არ მახსოვს რამდენჯერ... ვერ გავაჩერეთ. მთელი ეს მომენტი ვუყვიროდით, თავი დაანებე, გაჩერდი. ბოლოს მისით დაანება თავი და ადგა.
შემდეგ გვეუბნება, რომ თქვენ ბებოსთან ადით, არაფერი არ გაიგოსო, ეს ისე გვითხრა, რომ ბოლო მომენტამდე გვეგონა, რომ შემდეგი შეიძლებოდა ჩვენ ვყოფილიყავით“, - ამბობს დავით მენაბდე ჩვენებაში.
მოკლული 19 წლის ბიჭის გიორგი ალხანიშვილის, ოჯახის ინტერესების დამცავი მარიამ ბარსონიძე არ გამორიცხავს, რომ საქმეზე დამნაშავეთა წრე გაფართოვდეს და იმ პირების სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს , რომლებიც, ამ ეტაპზე, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში არ არიან.
„19 წლის გიორგი ალხანიშვილის სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში სამ ეტაპად მიმდინარეობს. აქედან ორი სისხლის სამართლის საქმე აქტიურ ფაზაშია, იკითხებიან მოწმეები. ხოლო მესამე, სადაც მთავარი ფიგურანტი არის ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი, რომლის ექსტრადირებაც არ არის სრულად განხორციელებული. ახლა მიმდინარეობს მტკიცებულებათა გამოკვლევა. ბაჟუნაიშვილი, მიმალვაში იმყოფებოდა, თუმცა როგორც პროკურატურა გვეუბნება იგი, ამ ეტაპზე, დიდ ბრიტანეთშია დაკავებული.
ჩვენი მთავარი პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც პირველივე წუთებიდან ვაჟღერებთ, არის ის, რომ ის კვალიფიკაციები, რაც არასწორია შეიცვალოს და ასევე, დამნაშავეთა წრე აუცილებლად გაიზარდოს ლოგიკურად. შესაბამისად საგამოძიებო უწყებას აქვს იმის ვალდებულება და საფუძველი, რომ დაიწყოს დამატებითი დევნა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ ეტაპზე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში არ არიან“, - ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს ჩვენება, ბრალდებულის, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის შეყვარებულმა ელენე დოლიძემ მისცა. ოჯახი ფიქრობს, რომ ელენე დოლიძემ მომხდარის შესახებ იცოდა, თუმცა ამის შესახებ საგამოძიებო უწყებას არ შეატყობინა.
ასევე დაგაინტერესებთ:
14 წლის აითაჯის მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს
ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე გამოძიება დაიწყო
საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170
23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732302840